აშამაზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აშამაზ-ი (ადიღ. Iашьэмэз/Ашэмэз) – ჩერქეზული ნართული ეპოსის ერთ-ერთი მთავარი გმირი, ნართი აშას ვაჟი, მრისხანე გოლიათი (ეს კარგად ჩანს მისი მეორე სახელიდან – ქეთეონი [შაფს. кятэ – „მახვილი“, он – „ცემა“, ე. ი. „თვითმბრძოლი მახვილი“]), იბადება მამის სიკვდილის შემდეგ. მართალია, აშამეზის პერსონაჟი ტიპოლოგიურად ნართული ეპოსის ფორმირების გვიანდელი ეტაპის გმირებს განეკუთვნება, მაგრამ მისი ციკლი რიგი არქაული მოტივებითაც ხასიათდება. აშამეზის ციკლის ძირითადი მოტივებია – მარტოობა, შურისძიება, ბუნებაზე მაგიური ზემოქმედება. გმირის სახელთან არის დაკავშირებული პირველი სალამურის შექმნა და ჯადოსნური სალამური, რომლის თეთრი ბოლოთი შესრულებული მელოდია ბუნების მაცოცხლებელია, ხოლო შავით – დამღუპველი („ჴამილი“).

გმირის ეპიკური ბიოგრაფია მდგრადი დამუშავებით არ გამოირჩევა, თუმცა არის ცალკეული თქმულებები მისი დაბადების, გმირული ბავშვობისა და სიკვდილის შესახებ. აშამაზი აფხაზებში ქეთუანის, ხოლო ოსებში აცამაზის სახელებით არის ცნობილი.


ლიტერატურა

  • Нартхэр. Адыгэ эпос. Т. VI. Мыекъуапэ, 1971;
  • Нарты. Адыгский героический эпос. М., 1974;
  • Гадагатль А. М. Героический эпос «Нарты» и его генезис. Майкоп, 1967;
  • Гадагатль А. М. Память нации. Идейно-тематическое и художественное своеобразие героического эпоса «Нартхэр» адыгских народов. Майкоп, 2002;
  • Мыжей М., Пащты М. Адыгэ мифологием и энциклопедие. Тхьэхэр, лIыхъужьхэр, культхэр, нэщэнэхэр. Черкесск-Нальшык-Мейкъуапэ. 2012.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები