აღსართან I

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აღსართან I – ჰერეთ-კახეთის მეფე (1058-1084). მისი მმართველობის პერიოდში ერთიანი საქართველოს სამეფო სულ უფრო და უფრო აძლიერებს შეტევას აღმოსავლელი მეზობლის წინააღმდეგ. 1065 წლისთვის შეტევას აღმოსავლელი მეზობლის წინააღმდეგ. 1065 წლისთვის ბაგრატ IV უკვე მთელი ჰერეთ-კახეთის ტერიტორიას აკონტროლებს შტორისა და პანკისის ხეობების გამოკლებით.

ამიერკავკასიაში თურქ-სელჩუკების გამოჩენამ შეაფერხა ქართული მიწების ერთიან ქართულ მონარქიად გაერთიანების პროცესი და გახანგრძლივა რანთა და კახთა სამეფოს არსებობა. აღსართან I კავშირს ამყარებს თურქ-სელჩუკებთან. 1073 წელს მან სულთან აკფ-არსლანის ყმადნაფიცად აღიარა თავი, ამავე დროს რანთა და კახთა მეფე უკავშირდება ივანე ბაღვაშსაც.

თურქული საფრთხის შემდგომმა ზრდამ აიძულა აღსართან I შერიგებოდა საქართველოს მეფეს გიორგი II-ს. მათ გაერთიანებული ძალებით დაიწყეს ბრძოლა თურქთა წინააღმდეგ და 1074 წელს დაამარცხეს სელჩუკთა არმია ფარცხისის ბრძოლაში.

80-იანი წლების დასაწყისში გიორგი II სელჩუკთა სულთანს, მელიქ-შაჰს ესხლა და მორჩილება და ხარკის აღუთქვა. სანაცვლოდ სულთანმა ჰერეთ-კახეთი საქართველოს მეფეს დაუმტკიცა. გაერთიანებული ქართულ-თურქული ჯარებით გიორგი II კახეთში შეიჭრა და ვეჟინის ციხეს შემოარტყა ალყა. ცოტა ხანში საქართველოს მეფე ალყას ხსნის და დასავლეთ საქართველოში გადადის.

როგორც ჩანს, გიორგი II-ს არ სურდა თურქთა დახმარებით ჰერეთ-კახეთის ტერიტორია, რადგან ამ შემთხვევაში ეს ტერიტორიები ფაქტიურად სელჩუკთა ხელში აღმოჩნდებოდა.

ამის შემდეგ აღსართან I მელიქ-შაჰს ეახლა, ისლამი მიიღო და ჰერეთ-კახეთი ისევ თავისად დაიმტკიცა.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები