აქცენტოლოგია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აქცენტოლოგია (ლათ. accentus - მახვილი და ბერძ. logos– სიტყვა, მოძღვრება), მოძღვრება მახვილის ბუნებისა და ფუნქციონირების შესახებ. აქცენტოლოგია შეიძლება იყოს აღწერითი, ისტორიულ-შედარებითი და თეორიული. აღწერითი აქცენტოლოგია შეისწავლის მახვილის ადგილს, მის ფონეტიკურ და ფონოლოგიურ ტიპებს; ისტორიულ-შედარებითი აქცენტოლოგია იკვლევს აქცენტურ სისტეძლიერდინამიკური ფუნქციებს.

ქართული საენათმეცნიერო ლიტერატურაში მახვილის საკითხი დიდი ხანია დგას. მახვილის ბუნებას ეხებოდნენ იოანე პეტრიწი, სულხან-საბა ორბელიანი; ანტონ კათალიკოსი, გაიოზ რექტორი და სხვ. ქართული მახვილის თვისებრიობასა და მის ადგილზე მრავალი მოსაზრებაა გამოთქმული. ამ საკითხებს საგანგებოდ იკვლევდა ნ. მარი. მან შეისწავლა მახვილის ადგილი ორ- და მეტმარცვლიან სიტყვებში. გარდა მთავარი მახვილისა, იგი მიუთითებს თანამახვილის არსებობაზეც ოთხ- და მეტმარცვლიან სიტყვებში. ხუთზე მეტმარცვლიან სიტყვებში კი თანამახვილის არსებობა მას აუცილებლად მიაჩნია. თავისი ბუნებით ქართული სიტყვათმასხვილი, მისი აზრით, ტონური ხასიათისაა. ამ თვალსაზრისს (მცირეოდენი შენიშვნებით) იზიარებენ ჰ. ფოგტი და ე. ზელმერი. ქართული მახვილის ტონურობას ვარაუდობენ რ. ჰ. რობინსი და ნ. უოტერსონიც. მახვილის განაწილება სიტყვებში კი, მათი აზრით, სხვადასხვაგვარია და დამოკიდებულია მარცვალთა რაოდენობაზე. ქართულში ტონური მახვილის არსებობას (მეორე, დინამიკურ მახვილთან ერთად) ვარაუდობდნენ გ. როგავა ღა შ. გაფრინდაშვილი. მაგრამ მათი აზრი ამ მახვილების პოზიციის შესახებ განსხვავებულია. ისტორიულ ასპექტში ქართული ენის მახვილს იკვლევდა არნ. ჩიქობავა. მისი აზრით, მახვილი ახალ ქართულში სუსტდინამიკურია და ფიქსირებული, განსხვავებით ძველი ქართულისაგან, სადაც, ავტორის ვარაუდით, მახვილი იყო ძლიერდინამიკური და მოძრავი. გ. ახვლედიანის დაკვირვებითაც, სალიტერატურო ქართულში დღეს სუსტი დინამიკური სიტყვათმახვილია დომინანტი (მაგრამ ჩანს აგრეთვე ტონურობის ელემენტიც). ს. ჟღენტის აზრით, ქართულში სიტყვათმახვილის საკითხი საერთოდ რიტმიკულ ჯგუფებსა და სინტაგმებში უნდა გადაწყდეს, რადგან ქართულში ცალკეული სიტყვა სუსტმახვილიანია და წინადადებაში ის იღებს წინადადების მახვილს. ა. ალხაზიშვილის მიხედვით, მახვილის ადგილი რიტმიკული ჯგუფების მახასიათებელია და არა იზოლირებული სიტყვებისა. სიტყვათმახვილთან შედარებით, ფრაზის მახვილის ხვედრითი წილი მეტია არნ. ჩიქობავას ვარაუდითაც.

ი. თევდორაძე



ლიტერატურა

  • ჩიქობავა არნ. მახვილის საკითხისათვის ძველ ქართულში. – «სმამ», 1942, ტ. 3;
  • ახვლედიანი გ. ზოგადი ფონეტიკის საფუძვლები, თბ. 1949;
  • ჟღენტი ს. ქართული ენის რიტმიკულ-მელოდიკური სტრუქტურა, თბ., 1963;
  • როგავა გ. მახვილის საკითხისათვის ქართულში. – კრ.: «ქართველურ ენათა სტრუქტურის საკითხები», III, თბ., 1963;
  • რობინსი რ. უოტერსონი ნ. შენიშვნები ქართული სიტყვის ფონეტიკის შესახებ. – «მიმომხილველი», IV –V, თბ., 1968
  • თევდორაძე ი. ქართული ენის პროსოდიის საკითხები, თბ,, 1971;

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები