აქუბარდია თეონა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თეონა აქუბარდია

თეონა აქუბარდია — დაიბადა 1978 წლის 9 ოქტომბერს ქ. თბილისში. — ისტორიკოსი, უსაფრთხოების საკითხთა ექსპერტი; შეიარაღებული ძალებში დემოკრატიული კონტროლის საკითხებზე რამდენიმე პუბლიკაციის თანაავტორი; კითხულობს ლექციებს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში. საქართველოს ღია უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. თავდაცვისა და უსაფრთხოების სამოქალაქო საბჭოს დამფუძნებელი.

განათლება

  • დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ისტორიის სპეციალობით, მიენიჭა მაგისტრის აკადემიური ხარისხი.
  • 2002-2005 წლებში დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ასპირანტურა საქართველოს ისტორიის სპეციალობით და ამჟამად არის თსუ-ს დოქტორანტი.
  • 2016 წელს მიენიჭა ლონდონის სამეფო კოლეჯის მაგისტრის აკადემიური ხარისხი საერთაშორისო უსაფრთხოების და სტრატეგიის სპეციალობით.
  • 2016 წელს დიდ ბრიტანეთში გაიარა პოსტ-დოქტორის დონის შესაბამისი ერთ წლიანი კურსი თავდაცვის სამეფო კოლეჯში.

სამუშაო გამოცდილება

  • მუშაობდა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციაში 2005 წლიდან.
  • თავდაცვისა და უსაფრთხოების სამოქალაქო საბჭოს დამფუძნებელი და გამგეობის წევრი 2008 წლიდან.
  • საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე 2014-2018 წლებში.
  • მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი (2020 წლიდან): პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი“.


რესურსები ინტერნეტში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები