აფსკური მასალები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აფსკური მასალები – თხელი ფურცლოვანი მოქნილი მასალები ბუნებრივი (ცხოველის ბუშტები, ნაწლავის აფსკი) ან სინთეზური (პოლისტირენი, პოლიამიდი) წარმომავლობით. შეიძლება იყოს ორგანული და არაორგანული წარმოშობის. ორგანული აფსკური მასალები განსხვავდება იმავე პოლიმერის საფუძველზე დამზადებული ქსოვილებისაგან უფრო მაღალი წყალმედეგობით, ჰაერგაუმტარებლობით, შუქგამტარობით, ელექტროსაიზოლაციო თვისებებით, არ აქვს ფორები, იაფია. სინთეზური აფსკები მიიღება თერმოპლასტიკური პოლიმერებისაგან:

1) ლითონის გლუვ ზედაპირზე პოლიმერის ხსნარის დასხმით, შემდეგში ზედაპირიდან გამხსნელის აორთქლებით (ეთერცელულოზას აფსკი);
2) ლითონის გლუვ ზედაპირზე პოლიმერის ხსნარის დასხმითა და გადნობით (პოლიამიდური აფსკები);
3) მილში დაწნეხის გზით, რომელიც სწრაფად გამოედინება ფილერში (ნახვრეტში) და დაიტანება ლითონის ან მერქნის ზედაპირზე დაჭირხნილი ჰაერის დახმარებით (პოლიეთილენური, პოლისტირენული აფსკები);
4) პლასტიფიცირებული პოლიმერის კალანდვრით (აფსკური ვინიპლასტი);
5) ნამზადისაგან თხელი აფსკის მექანიკური ჩამოთლით (შპონი) შემდგომი კალანდვრით (პოლიტეტრა-ფთორეთილენური აფსკი);
6) პოლიმერის ხსნარების კოაგულაციით (ცელოფანი) და სხვ.

მოლეკულების სტრუქტურისა და უნარის – გამოშრობისას შევიდნენ ქიმიურ რეაქციაში, აფსკური მასალები იყოფა ორ ჯგუფად: გარდაქმნადი და არაგარდაქმნადი. გარდაქმნადს მიეკუთვნება სინთეზური რეაქციული ოლიგომერები (ალკიდური, ეპოქსიდური, ფენოლ-ალდეჰიდური, პოლიეთერული ფისები) და მცენარეული ზეთები, რომლებსაც თვისება აქვთ გაცხელების, დაჟანგვის, კატალიზატორების ზემოქმედებით ან სხვ. ფაქტორებით, გამყარდეს მტკიცე და არადნობადი აფსკების სახით. არაგარდაქმნადი აფსკური მასალები (ცელულოზას ეთერები, ზოგი პოლიაკრილატი, პერქლორვინილური ფისები, ბიტუმი) ქმნის აფსკებს გამხსნელის აორთქლების ან მდნობელის გაცივების შედეგად. არაგარდაქმნადი აფსკური მასალების უპირატესობა გარდაქმნადებთან – დიდი სისწრაფე და გამოშრობის დაბალი ტემპერატურა, ნაკლი – დაბალი ქიმიური მედეგობა.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები