აუქციონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აუქციონი - (auction) [<ლათ. auctio (auctionis)] - ბაზრის ერთერთი ფორმა, სადაც პოტენციური მყიდველები თვით თავაზობენ ბაზარს საქონლის ფასს და არა უბრალოდ იხდიან გამყიდველის მიერ დაწესებულ ფასს. აუქციონი საჯარო ვაჭრობაა აუქციონერის ხელმძღვანელობით, რომლის დროსაც გასაყიდ საქონელს იძენს უმაღლესი ფასის გადამხდელი პირი. ასეთ აუქციონს ჩვეულებრივი ანუ ინგლისური აუქციონი ეწოდება. აუქციონის სხვადასხვა სახეობათა შორის აღსანიშნავია აგრეთვე ჰოლანდიური აუქციონი, სადაც ვაჭრობა იწყება მაღალი ფასით, სანამ ვინმე არ გამოთქვამს სურვილს შეიძინოს მოცემული საქონელი ბოლოს გამოცხადებული ფასით. პრაქტიკაში საქონლის ბირჟებზე გამოიყენება ორმაგი აუქციონი, როდესაც ბირჟის წევრი შეიძლება იყოს როგორც გამყიდველი, ისე მყიდველი.

აუქციონი უფრო მეტად საგარეო ვაჭრობაში გავრცელებული საქონლის ლოტებად ან ცალკე ნივთებად გასაღების ხერხია, როდესაც საქონელი ან მისი ნიმუშები გამოფენილია დასათვალიერებლად პოტენციური მყიდველებისათვის. აუქციონის ზოგად პირობებს განსაზღვრავს გამყიდველი, ვაჭრობა კი იწყება ლოტის ან ნივთის ნომრის და საწყისი ფასის გამოცხადებით. აუქციონი წარმოადგენს ქონების იძულებით გაყიდვის ფორმასაც ვალების დაფარვის მიზნით. არსებობს დახურული და ღია აუქციონი. აუქციონი დახურულია სადაც ყველა მყიდველი წერილობითი ფორმით წარადგენს თავის ფასს გარკვეული სახის ფასეულობის შესაძენად. ღია აუქციონში ნებადართულია შესასყიდი ქონების ფასის მრავალჯერადი შეთავაზება. ამ ფორმის აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს და ქვეყანაში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს, აგრეთვე, ეს უფლება შეიძლება ჰქონდეთ უცხოელ ფიზიკურ და იურიდიულ პირებსაც.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები