აუდიტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აუდიტი - (audit), სამეურნეო სუბიექტის საბუღალტრო-საფინანსო ანგარიშგების, საბუღალტრო აღრიცხვისა და საფინანსო ოპერაციების წარმოების, მოქმედ კანონარენდამდებლობასა და ნორმატივებთან შესაბამისობის, სისრულისა და უტყუარობის, აგრეთვე, საფინანსო და ქონებრივი მდგომარეობის ექსპერტიზა, რომელსაც ატარებენ არასაუწყებო დამოუკიდებელი აუდიტორები სააუდიტორო ობიექტის შესწავლის, შემოწმებისა და რევიზიის გზით. აუდიტორულ მომსახურებად ითვლება აგრეთვე ზემოთ აღნიშნულ საკითხებზე სამეურნეო სუბიექტებისათვის გაწეული კონსულტაციები და დახმარება.

აუდიტი ტარდება სააუდიტორო სტანდარტებისა და დადგენილი მეთოდიკის შესაბამისად. ცნობილია საინიციატივო და სავალდებულო აუდიტები. საინიციატივო აუდიტი ტარდება სამეურნეო სუბიექტის ინიციატივით და ამ უკანასკნელის მიერ შერჩეული სააუდიტო თემის მიხედვით. სავალდებულო აუდიტი დაწესებულია კანონმდებლობით გარკვეული წრის სამეურნეო სუბიექტებისათვის და ტარდება პერიოდულად კანონით დადგენილ თემაზე. აუდიტის ჩატარება სავალდებულოა:

- იმ სამეურნეო სუბიექტებისათვის, რომელთა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაც მოქმედი კანონმდებლობით ითვალისწინებს მესაკუთრეთა შეზღუდულ ქონებრივ პასუხისმგებლობას;
ბანკების, სადაზღვევო კომპანიების, არასაბიუჯეტო ფონდების, საფონდო და სასაქონლო ბირჟებისათვის;
ფასიანი ქაღალდების ემიტენტებისა და საინვესტიციო ინსტიტუტებისათვის;
უცხოური იურიდიული პირებისათვის, რომლებიც მოგებას იღებენ მოცემული ქვეყნის ტერიტორიაზე საქმიანობით;
უცხოური საინვესტიციო საწარმოებისათვის;
სხვა სამეურნეო სუბიექტებისათვის, რომელთა სიაც ყოველწლიურად მტკიცდება.

აუდიტი ფასიანი მომსახურებაა. იგი, როგორც წესი, ტარდება ხელშეკრულების საფუძველზე სახელმწიფო კონტროლისაგან დამოუკიდებლად და არ ცვლის მას.



წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები