ატილა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ატილა, ეჟენ დელაკრუა, (ფრესკა, ფრაგმენტი)

ატილა (Attila) (406-453)ჰუნების წინამძღოლი 434 წლიდან, რომელსაც ემორჩილებოდა აგრეთვე არაერთი გერმანული, სლავური და სარმატული ტომი. ტომთა გაერთიანების ცენტრი მდებარეობდა პანონიაში (ახლანდელი უნგრეთის ტერიტორიაზე).

443, 447-448 წლებში ილაშქრა აღმოსავლეთ რომის იმპერიაში, ააოხრა ბალკანეთის პროვინციები და კონსტანტინოპოლამდე მივიდა. 451 წელს შეიჭრა გალიაში, მაგრამ დამარცხდა რომაელთა და გერმანელ ტომთა გაერთიანებულ ძალებთან ბრძოლაში. 452 წელს ხელახლა ილაშქრა დასავლეთ რომის იმპერიაში და დაარბია ჩრდილოეთ იტალია. ატილას სიკვდილის შემდეგ ჰუნთა გაერთიანება ერთბაშად დაიშალა.





წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები