ასაწყობ-მონოლითური კოჭოვანი გადახურვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ასაწყობ-მონოლითური კოჭოვანი გადახურვა – გადახურვის კონსტრუქცია, რომელშიც გაერთიანებულია ასაწყობი და მონოლითური რკინაბეტონის დადებითი თვისებები. ასაწყობი ელემენტებისაგან აგებული გადახურვა წარმოადგენს ყალიბს შემდგომი მშენებლობის ადგილზე დამატებით ჩალაგებული არმატურისა და ბეტონისათვის. მონოლითური ბეტონის გამყარების შემდეგ კონსტრუქცია მუშაობს როგორც ერთიანი. ეს კონსტრუქციები გამოიყენება როგორც ახლად ასაგებ შენობებში, ასევე ექსპლუატაციაში მყოფ ნაგებობებში, როდესაც რეკონსტრუქციისას საჭიროა ცალკეული არსებული ელემენტების ზიდვის უნარის გაზრდა.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები