არტურ ეშის სტადიონი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
არტურ ეშის სტადიონი – (ინგლ. Arthur Ashe Stadium), ჩოგბურთის ღია სტადიონი ნიუ-იორკში (აშშ), სადაც ყოველ წელს ტარდება „დიდი სლემის“ რიგით მეოთხე ტურნირი – აშშ-ის ღია პირველობა. გაიხსნა 1997 წელს. ტევადობაა 22547 მაყურებელი. ტრიბუნებზე განლაგებულია 90 ლუქსის ტიპის ლოჟა და 5 უმაღლესი კლასის რესტორანი. სტადიონი გეგმით რვაკუთხედის ფორმისაა. მზიდი კონსტრუქციების დასამზადებლად გამოყენებულია მაღალი კლასის რკინაბეტონი და ფოლადი, ხოლო კეთილმოწყობისათვის – მერქანი და პლასტმასა. არტურ ეშის სტადიონი მსოფლიოში ჩოგბურთის ყველაზე დიდი ღია სტადიონია.