არტეზიული ჭა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არტეზიული ჭა − მიწისქვეშა წყლის მოსაპოვებელი ჭაბურღილი. არტეზიული ჭა განსხვავდება წყალასაღები ჭაბურღილისაგან იმით, რომ ის ხსნის ფენას, რომელშიც წყლის წნევა ჰიდროსტატიკურზე მეტია, რაც უზრუნველყოფს წყლის თვითდინებით ამოსვლას მიწის ზედაპირზე (ამოშადრევნება). ასეთი ჭის სიღრმე დაახლოებით 100 მ-ია, რაც საკმაოდ ძვირია, თანაც საჭიროებს სპეციალურ ნებართვას. ჭის სიღრმის გაზრდა იწვევს წყალში მარილების მატებას და, შესაბამისად, საჭირო ხდება წყლის დამატებითი დამუშავება (დარბილება, გამტკნარება).



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები