არსენი (კალიგრაფი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არსენი – (XII ს.) ქართველი კალიგრაფი. მისი გადაწერილია ოთხთავი (H 1707), რომლის დამკვეთია ვარდან ავლეველი. ხელნაწერი გადაწერილია ნუსხურით ორ სვეტად, ლამაზი კალიგრაფიული ხელით, მუქი ყავისფერი მელნით. კამარები, ასევე ყოველი სახარების წინ მოთავსებული თავსამკაულები და ადამიანის სტილიზებული ფიგურებისა და მცენარეული მოტივებისაგან შედგენილი სახარებათა ტექსტის პირველი საზედაო ასოები, შესრულებულია ლურჯი და ოქროსფერი საღებავებით. ხელნაწერში შემორჩენილია ორი მინიატიურა: მჯდომარე ლუკა მახარებელი და იოვანე მახარებელი, რომელიც პროხორეს კარნახობს.

ვ. სილოგავა

ლიტერატურა

  • ბერიძე ვ., ძველი ქართველი ოსტატები, თბ., 1967.


Logo1.JPG არსენი მრავალმნიშვნელოვანი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები