არნაუთი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არნაუთ-ი (ნოღ. Арнаут)დემონური პერსონაჟი, ალბასლის მამრული იპოსტასი ნოღაურ მითოლოგიაში. წარმოდგენილია ფოლადის ცხვირითა და ქვის ტერფებით, მანათობელი თვალებით, იძინებს თვალღია. ვიდრე ადამიანს დაესხმებოდეს, არნაუთი თავის ფოლადის ცხვირს ქვის ტერფზე ილესავს. გმირი მასზე მოხერხებით იმარჯვებს, ცხვირს მახვილით ჭრის, რის შემდეგაც არნაუთი ბღავილით გარბის. ნოღაურ მითოლოგიაში არნაუთის ანალოგს ცულისმკერდიანი აღაშ ქისი წარმოადგენს.


ლიტერატურა

  • Капаев И. Ногайские мифы, легенды и поверья. Опыт мифологического словаря. М., 2012.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები