არმაზის ღვთისშობლის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აღდგენილი არმაზის ღვთისმშობლის ეკლესია, 2015 წ.

არმაზის ღვთისშობლის ეკლესია − ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, არმაზის ღვთისშობლის სახელობის სამონასტრო კომპლექსი ქ. მცხეთიდან 1,5 კმ-ზე, არმაზისხევში.

მთავარი ნაგებობა დარბაზული ეკლესიაა, რომელმაც ჩვენამდე ნანგრევების სახით მოაღწია. კომპლექსი აღდგენილი იქნა XXI საუკუნის დასაწყისში ეკვდერის კარისთავის ასომთავრული წარწერის მიხედვით ეკლესია აშენებულია 1150-1178 წლებს შორის, დასავლეთიდან მას ეკვრის შეისრულთაღიანი კარიბჭე, ჩრდილოეთ მხარეს ეკვდერი და მცირე ზომის საძვალის მსგავსი სადგომია. კომპლექსი ნაგებია აგურითა და ნატეხი ქვით. ეკლესიასა და კარიბჭეში შემორჩენილია XII საუკუნის კედლის მხატვრობის ფრაგმენტები. ეკლესიის დასავლეთით მდებარე სამრეკლო XVI-XVII საუკუნეებს განეკუთვნება. აქვეა შუა საუკუნეების გალავნისა და სენაკების ნანგრევები.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები