არენა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჟორჟ სერა, ცირკი

არენა

1. ძველ რომში — მრგვალი, ზოგჯერ ოვალური, ქვიშამოყრილი მოედანი, სანახაობათა შენობების ამფითეატრის ცენტრში, გამოიყენებოდა გლადიატორებისა და გარეული მხეცების ბრძოლის ასპარეზად. მაყურებელთან გამიჯნული იყო წყლით სავსე ღრმა თხრილით, ანდა სპეციალური მესერით.

2. თანამედროვე ცირკში — წარმოდგენის ადგილი, სათამაშო მოედანი, სადაც უჩვენებენ საცირკო ნომრებს. თანამედროვე ცირკის არენას მანეჟი ეწოდება და როგორც წესი, დიამეტრით 13,5 მეტრია. არენის ქვედა ფენად მოგებულია თიხა და შავმიწა ნიადაგი, ზემოდან კი მოყრილია ქვიშისა და კორპ-ნახერხის სქელი ფენა. ზოგიერთი ნომრის შესრულების დროს არენაზე აგებენ სპეციალურ ხალიჩას.






წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები