არგასიდე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
არგასიდე - (Argasidae; ბერძნ. argas მბრწყინავი + id ბოლოსართი, ნიშნავს შთამომავალს) – ტკიპების ოჯახი; მიეკუთვნება Ixodoidae-ს ზეოჯახს, Parasitiformes რაზმს. Argasidae-ს ოჯახში შედის ორი ქვეოჯახი: Argasinae და Ornithodorinae. ამ ოჯახის ტკიპები პარაზიტობენ ფრინველებისა და ძუძუმწოვრების სხეულზე.