არბალეტი (ფრანგული arbalete) – სატყორცნი იარაღი; ხის კონდახზე დამაგრებული ფოლადის მშვილდი სასხლეტი მექანიზმით. გავრცელებული იყო შუა საუკუნეებში დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. არბალეტით ისროდნენ მოკლე ისრებს.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი