არასაბაზრო მომსახურება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არასაბაზრო მომსახურება (Non-Market service) - მომსახურება, რომელიც იყიდება არასაბაზრო ფასით და ერთეული მომსახურების მწარმოებელი რესურსები (50 პროცენტი და მეტი) იქმნება არა მომსახურების რეალიზაციით, არამედ სამთავრობო ტრანსფერებით, საოჯახო მეურნეობიდან ნებაყოფლობითი შენატანებით, საკუთრებიდან მიღებული შემოსავლებით და სხვ.

გაეროს ეროვნული ანგარიშების სისტემის კლასიფიკაციის მიხედვით, არასაბაზრო მომსახურებას მიეკუთვნება: სახელმწიფო მმართველობის ორგანოების, ეროვნული თავდაცვის, სავალდებულო სოციალური დაზღვევისა და სოციალური დაცვის მომსახურება; განათლებისა და მეცნიერული კვლევის დარგში (უმაღლეს სასწავლებლებში, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში, პროფესიულტექნიკურ სასწავლებლებში, სკოლამდელ დაწესებულებებში, სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში) სახელმწიფოს და კერძო არაკომერციული ორგანიზაციების ხარჯზე გაწეული მომსახურება; ჯანმრთელობის დაცვის სფეროში (საავადმყოფოები, კლინიკები, სანატორიუმები და სხვ., აგრეთვე ვეტერინარული საქმიანობა) სახელმწიფოსა და კერძო არაკომერციული ორგანიზაციების ხარჯზე გაწეული მომსახურება; კერძო არაკომერციული ორგანიზაციების, პროფესიული კავშირების, რელიგიური ორგანიზაციების, ტურისტული საინფორმაციო სააგენტოებისა და კლუბების, პოლიტიკური პარტიების, სამომხმარებლო და სამოქალაქო ორგანიზაციების მომსახურება; მომსახურება კულტურის, დასვენებისა და გართობის სფეროში (ბიბლიოთეკები, საზოგადოებრივი არქივები, მუზეუმები, სპორტული მოედნები და კლუბები, ბოტანიკური და ბიოლოგიური ბაღები) გაწეული სახელმწიფო და კერძო არაკომერციული ორგანიზაციების ხარჯზე; სასაფლაო მეურნეობის ორგანიზაციასთან, ნაგვის გატანასა და სანიტარიასთან დაკავშირებული არასაბაზრო მომსახურებასაოჯახო მომსახურება (შინამოსამსახურეთა მომსახურება).


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები