ნაგავი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნაგავი – უვარგისი სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ნარჩენები, ჭუჭყი, მტვერი და მისთ. არსებობს ნაგვის ძირითადი სახეები: საყოფაცხოვრებო, სამშენებლო და კოსმოსური.

სარჩევი

საყოფაცხოვრებო ნაგავი

არაბიოლოგიური მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენები.

სამშენებლო ნაგავი

მშენებლობის წარმოების პროცესში დარჩენილი მასალები ან საგნები, რომელთა შემდეგი გამოყენება ფიზიკურად და ეკონომიკურად მიზანშეუწონელია და ექვემდებარება განადგურებას ან უტილიზაციას.

კოსმოსური ნაგავი

კოსმოსურ სივრცეში გაშვებული ყველა ხელოვნური ობიეტი და მისი ფრაგმენტი, რომლებიც უკვე გაუმართავი და არააღდგენადია. ასეთი კოსმოსური ნაგავი სახიფათო ხდება უპილოტო თუ პილოტირებადი კოსმოსური აპარატებისათვის და საჭირო ხდება მათი მოცილება კოსმოსური სივრციდან.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები