არაბი (ზღაპრის პერსონაჟი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
არაბი (ოს. Араби) – ოსური ზღაპრის პერსონაჟი, ღმერთის დისშვილი; ქალიშვილი იყო, მაგრამ მამაკაცის იერით ცხოვრობდა; ღმერთმა დაუწესა, ცოლად ისეთ კაცს გაყოლოდა, ვინც მას ორთაბრძოლაში დაამარცხებდა. როცა არაბი ყარამან მეფის შვილობილს – ასთანოღლის – შეხვდა, დაეჭიდა, მაგრამ ვაჟმა იგი მიწაზე დასცა. არაბი იმწამსვე ოქროსთმიან ქალიშვილად იქცა და მოწინააღმდეგეს ცოლად გაყვა.
ლიტერატურა
Цгоев Х. Ф. Словарь осетинской мифологии и уклада жизни. Владикавказ, 2015.