ანჰიდრიტული ცემენტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ანჰიდრიტული ცემენტი − ცემენტი, შემდგარი ძირითადად უხსნადი ანჰიდრიტისაგან, რომელსაც იღებენ თაბაშირის გამოწვით 600-700°C ტემპერატურაზე მბრუნავ ღუმლებში პროდუქციის შემდგომი დაფქვით წმინდა ფხვნილად გამყარების სხვადასხვა აქტივიზატორთან ერთად (კირი, ბრძმედის წიდა). ასეთი ცემენტის მარკა 200-მდეა. გამოიყენება საბათქაშე და წყობის ხსნარების დასამზადებლად, ხელოვნური მარმარილოს მისაღებად და სხვ.