ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა - (anti-trust laws) - მსოფლიოს მრავალი ქვეყნის კანონმდებლობა, რომელიც ითვალისწინებს წარმოების მეტისმეტი მონოპოლიზაციის (ფირმების შერწყმა, ერთი ფირმის მიერ მეორის შთანთქმა, კანონსაწინააღმდეგო შეთანხმებები ბაზრების განაწილებისა და ფასების დადგენის მიზნით) შეზღუდვას. ანტიმონოპოლიური კანონები ხელს უწყობს კონკურენციის განვითარებას, იცავს მცირე და საშუალო ფირმებს.