ანაერობული ჰერმეტიკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანაერობული ჰერმეტიკი (ანათერმი, უნიგრემი, ლოქტაიდი) − ჰერმეტიკი, რომელიც მზადდება პოლიაკრილატების საფუძველზე. მაგრდება ჩვეულებრივ ატმოსფერულ პირობებში და არ განიცდის შეკლებას. ჰერმეტიკის აფსკი მედეგია ვიბრაციის, დარტყმის, აგრესიული გარემოს, ტემპერატურის (300°C-მდე) და მაღალი წნევის მიმართ. გამოიყენება შენადუღი პირაპირების, სხმულების, დაშტამპული დეტალების მიკროდეფექტების, ხრახნული შეერთებების, მილსადენების და სხვათა ჰერმეტიზაციისათვის.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები