ამწე უძრავ-კოშკიანი – ამწე, რომლის საყრდენ-საბრუნი მოწყობილობა განლაგებულია კოშკის თავზე. ბრუნვის დროს ბრუნავს მხოლოდ ისარი, სათავისი და საპირწონე კონსოლი მასზე განლაგებული მექანიზმებითა და საპირწონე ტვირთით. ასეთი ამწეები მოეკუთვნება არამობილურ ამწეებს.
წყარო
სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი