ამფიბოლიტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ამფიბოლიტი – (ინგლ. Amphibolite < ლათ. Amphibolus < ბერძ. Amphíbolos ორაზროვანი), მეტამორფული სამთო ქანი, რომლის შემადგენლობაში ძირითადად შედის რქაქვა და პლაგიოკლაზი. ძირითადად გვხვდება მწვანე კრისტალურ-მარცვლოვანი სახით. იყენებენ მშენებლობაში, როგორც მოსაპირკეთებელ ქვას.