ამრეკლი იზოლაცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ამრეკლი იზოლაცია − საშუალება თბური დანაკარგების შესამცირებლად. შედგება ორი ნაწილისაგან: საფუძვლისა და ამრეკლი ფენისგან. საფუძვლად გამოიყენება კარგი ამრეკლი თვისებების მქონე მასალები (ქაფპოლიეთილენი, აფუებული კაუჩუკი, მინაბოჭკო და სხვ.). ამრეკლად – ალუმინის ფოლგა ან პოლიპროპილენის მეტალური ფირი. ამრეკლი იზოლაცია გამოიყენება სამრეწველო მშენებლობაში, საავტომობილო და გემთმშენებლობაში, სათავსების (საუნა, აბანო) შიგა მოპირკეთებისათვის, სავენტილაციო სისტემებისა და მილსადენების დასამონტაჟებლად და სხვ.