ამილახვარი გივი (I)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ამილახვარი გივი (I) - იოთამის ძე, ზემო ქართლის სადროშოს სარდალი და გორის მოურავი 1656-1696 წწ.; ვახტანგ V-ისა და არჩილ II-ის აქტიური მხარდამჭერი. გიორგი XI-სთან ერთად მონაწილეობდა სპარსელების წინააღმდეგ აჯანყებაში; 1688 წ. აჯანყების დამარცხების შემდეგ, რაჭას შეაფარა თავი და იქვე გარდაიცვალა.
წყარო
(ვახუშტი 1973: 450-451, 457; პალ 1991: 119-122).
წყარო
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში