ამბრაზურა (ფრანგული embrasure – სათოფური), თავდაცვით ნაგებობებსა და ჯავშნიან კოშკებში დატანებული სარკმელი ქვემეხით, ნაღმსატყორცნით და ტყვიამფრქვევით ცეცხლის დასაშენად. ამბრაზურის ფორმა და ზომა დამოკიდებულია იარაღის სახეობაზე, სროლის სექტორზე და სხვა.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი