ალფაბეტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ალფაბეტი – წყვილ-წყვილად განსხვავებული სიმბოლოების (ნიშნების) ნებისმიერი სასრული სიმრავლე. ალფაბეტის სიმბოლოებს ამ ალფაბეტის ასოები ეწოდებათ. მაგალითად, შეიძლება განვიხილოთ ალფაბეტი {α,z,k,+,l,<}, რომელიც შედგება ბერძნული α, ლათინური z, რუსული k ასოებისაგან, + ნიშნის, ციფრი 1 და ნაკლების < ნიშნისაგან. მოცემულ ალფაბეტში სიტყვა ეწოდება მის ასოთა ნებისმიერ მიმდევრობას; მაგალითად: ααk, αll+zz, <+++, lαll+. მოცემულ სიტყვაში ასოების რიცხვს ამ სიტყვის სიგრძე ეწოდება.
ალფაბეტის ცნებას იყენებენ მათემატიკურ ლოგიკაში, მათემატიკურ ლინგვისტიკაში, გამოთვლით მათემატიკაში და ა.შ.