ალექსიძე ზურაბ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზურაბ ალექსიძე

ზურაბ ალექსიძე – (Zurab Aleksidze), ქართველი დიპლომატი, 2012-2017 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ინდონეზიის რესპუბლიკაში, სინგაპურისა და ფილიპინების რესპუბლიკებში, ტიმორლესტეს დემოკრატიულ რესპუბლიკაში.

დაიბადა 27 აგვისტო, 1970 წელი, ქ. თბილისი, საქართველო.

განათლება:
1987-1992 – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი, ფილოლოგიის სპეციალობით (სომხური ენა და ლიტერატურა);
1992-1993 – საქართველოს მეცნიერებათა აკადემია და ხელნაწერთა ინსტიტუტი, ასპირანტურა;
1993-1996 – ვატიკანის რომის პაპის აღმოსავლური ეკლესიების მეცნიერებათა ინსტიტუტი, აღმოსავლური ეკლესიების მეცნიერებათა მაგისტრატურა/ასპირანტურა;
2001 – ჰააგის კლინგენდაელის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის პროგრამა ახალგაზრდა დიპლომატებისთვის;
2006 – ჩინეთის სამთავრობო სემინარი აზიის ქვეყნების დიპლომატებისთვის.

სამუშაო გამოცდილება:
1992-1993 – ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არმენოლოგიის კათედრა, მეცნიერ-თანამშრომელი;
1997-2000 – სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მრჩეველი;
2000-2002 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეორე ევროპული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;
2002-2005 – იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს და ქ. რომში განლაგებული საერთაშორისო ორგანიზაციებთან (FAO, IFAD,WFP) საქართველოს წარმომადგენლობის უფროსი მრჩეველი;
2005 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს რეგიონული თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორი (სამხრეთ კავკასია, უკრაინა, დსთ და სუამი);
2005-2006 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საგანგებო დავალებათა ელჩი;
2006 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს რუსეთის დეპარტამენტის დირექტორი;
2007-2010 – საბერძნეთის და ხორვატიის რესპუბლიკებში საქართველოს საელჩო, საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი;
2011-2012 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი;
2018-დან – საგარეო საქმეთა სამინისტროს აფრიკის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.

ფლობს ინგლისურ, იტალიურ, ფრანგულ, სომხურ და რუსულ ენებს.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები