რენე ალენ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ალენ რენე-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალენ რენე

ალენ რენე – (1922-2014) – ფრანგი კინორეჟისორი, სცენარისტი და პროდუსერი, ფრანგული კინოხელოვნების კლასიკოსი. მის ადრინდელ რეჟისორულ ნამუშევრებს ფრანგულ „ახალ ტალღას“ მიაკუთვნებენ. მიუხედავად ხანგრძლივი და პროდუქტიული კარიერისა, საერთაშორისო აღიარებას მიაღწია სამი ადრინდელი ფილმით: „ღამე და ნისლი“ (1955), „ჰიროსიმა, ჩემო სიყვარულო“ (1959), „შარშან მარიენბადში“ (1961).

1943 წელს შევიდა პარიზის კინემატოგრაფიის ინსტიტუტის მონტაჟის რეჟისურის ფაკულტეტზე. მისი სარეჟისორო დებიუტი იყო დოკუმენტური ფილმი „ვან გოგი“ (1947).

ალენ რენემ მსოფლიო სახელი მოიპოვა „ახალი რომანის“ სკოლის ფრანგ მწერლებთან – მარგერიტ დიურასთან და ალენ რობ-გრიიესთან წარმატებული თანამშრომლობის წყალობით. არის ბევრი საერთაშორისო კინოჯილდოს მფლობელი.

ფილმოგრაფია:

  • 1955 – „ღამე და ნისლი“
  • 1959 – „ჰიროსიმა, ჩემო სიყვარულო“
  • 1961 – „შარშან მარიენბადში“
  • 1966 – „ომი დამთავრდა“
  • 1968 – „მიყვარხარ, მიყვარხარ“
  • 1974 – „სტავისკი“
  • 1977 – „განგება“
  • 1980 – „ჩემი ამერიკელი ბიძა“
  • 1984 – „სიყვარული სიკვდილამდე“
  • 1993 – „მოვწიო`არ მოვწიო“
  • 1997 – „ძველი სიმღერა“ („კვლავ იგივე სიმღერები“)
  • 2006 – „გულები“
  • 2012 – „თქვენ ჯერ კიდევ არაფერი გინახავთ“
  • 2014 – „გიყვარდეს, სვამდე, მღეროდე“

და სხვ.

ჯილდოები:

  • 1956 – „ღამე და ნისლი“ (ჟან ვიგოს პრემია)
  • 1961 – „შარშან მარიენბადში“ (ვენეციის სკფ „წმინდა მარკოზის ოქროს ლომი“)
  • 1961 – „ჰიროსიმა, ჩემო სიყვარულო“ (დიდი ბრიტანეთის კინოაკადემიის პრემია BAFTA)
  • 1978 – „განგება“ (პრემია „სეზარი“ საუკეთესო ფილმისთვის და საუკეთო რეჟისორს)
  • 1980 – „ჩემი ამერიკელი ბიძა“ (კანის სკფ გრან-პრი, ფიპრესის პრიზი)
  • 1994 – „მოვწიო არ მოვწიო“ (ბერლინის სკფ „ვერცხლის დათვი“; პრემია „სეზარი“ საუკეთესო ფილმისთვის და საუკეთო რეჟისორს)
  • 1998 – ბერლინის სკფ „ვერცხლის დათვი“ კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისთვის
  • 1998 – „ძველი სიმღერა“ (პრემია „სეზარი“ საუკეთესო ფილმისთვის)
  • 2006 – „გულები“ (ვენეციის სკფ პრემია საუკეთესო რეჟისორს)
  • 2014 – „გიყვარდეს, სვამდე, მღეროდე“ (ბერლინის სკფ „ვერცხლის დათვი“, ალფრედ ბაუერის პრიზი).


წყარო

საუბრები კინორეჟისურაზე (ქრესტომათია) წიგნი III

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები