მონტაჟი (კინო)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მონტაჟი – ტერმინი, რომელსაც კინემატოგრაფიულ პრაქტიკაში ორი მონათესავე და ამავე დროს ერთმანეთისაგან განსხვავებული – მნიშვნელობა აქვს. მონტაჟი ფილმის წარმოების დამამთავრებელი შემოქმედებითი და ტექნიკური პროცესია, რომლის დროსაც ფირზე გადაღებული მასალა დამუშავების რამდენიმე ეტაპს გაივლის და საუკეთესო კადრები ერთიანდება მთლიან კომპოზიციად. მონტაჟი ეწოდება აგრეთვე აზრობრივ, ხმოვანხედვით და რიტმულ შესატყვისობას ცალკეულ კადრებს შორის. მონტაჟი ორგანულადაა დაკავშირებული ფილმის დრამატურგიასთან და კომპოზიციასთან. ფილმის ეპიზოდის მონტაჟური გადაწყვეტა გამომდინარეობს რეჟისორის იდეურ-მხატვრული ჩანაფიქრიდან.

სახელდახელო მონტაჟი

გულისხმობს ყველაზე უფრო ვარგისი დუბლების შერჩევას, მათ წინასწარ ამოჭრას და ფონოგრამების სათანადო სასცენარო ეპიზოდების, სცენებისა და სხვ. მიხედვით (თანმიმდევრობით) დალაგებას, ეს პროცესი ჩვეულებრივ გადაღების პარალელურად მიმდინარეობს ისეთი ვარაუდით, რომ გადაღების დამთავრებისას სცენარის მიხედვით შეირჩეს საჭირო გამოსახულებანი და სინქრონული ფონოგრამები.

საბოლოო მონტაჟი

საბოლოო მონტაჟიტარდება გადაღების დამთავრებისას და გახმოვანებასთან ერთად წარმოადგენს ფილმის შექმნის საწარმოო პროცესის განსაკუთრებულ სამონტაჟო-გახმოვანების პერიოდს. საბოლოო მონტაჟს ახორციელებენ რეჟისორი და მემონტაჟე. შედეგად მიიღება ფილმი 3-4 და მეტ ფირზე (გამოსახულება, ხმა, მუსიკა, ხმაური), რომელიც გადაეცემა ფონოგრამების გადასაწერად, შემდეგ კი ფირების დასამუშავებელ საამქროში გამოსახულების ნეგატივის დასამონტაჟებლად.

წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები