აკაფის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აკაფის ეკლესია - ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი სოფელ ოდიშთან (სოხუმის რაიონი, აფხაზეთი). ადრე იმ ადგილს, სადაც აკაფის ეკლესია დგას, აკაფა ეწოდებოდა, აქედან წარმოდგა ტაძრის სახელწოდებაც.

აკაფის ეკლესია სტილისტური ნიშნებითა და დეკორის ხასიათით ახლოს დგას XII საუკუნის დასასრულისა და XIV საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ისეთ ძეგლებთან, როგორიცაა ბედიის ტაძარი (II ფენა), ჭულე, სადგერი. აკაფის ეკლესია აღმართულია სამსაფეხურიან ცოკოლზე, ჩრდილოეთით და სამხრეთით თანადროული მინაშენები აქვს, დასავლეთით კი – მოგვიანო ხანისა. ნახევარწრიული საკურთხევლის აფსიდა გარედან სწორკუთხედშია მოქცეული, შიგნით ორი საფეხურითაა შემაღლებული და ძირითადი სივრცისაგან ქვის კანკელით გამოყოფილი. აფსიდის კედლებში გეგმით ნახევარწრიული ორი ნიშია. აკაფის ეკლესია ნაგებია სწორ რიგებად დაწყობილი, სუფთად გათლილი კვადრებით, შიგნით შელესილი და მოხატული იყო. შემორჩენილი ფრაგმენტების მიხედვით მოხატულობა ახლოს დგას XIV საუკუნის ძეგლებთან და იმავე ხანებში ჩანს შესრულებული.

ლ. შერვაშიძე

ლიტერატურა

  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997;
  • Шервашидзе Д.А., Средневековая монументальная живопись в Абхазии, Тб., 1980.

ბიბლიოგრაფია

  • 1.აკაფის ეკლესია //საქართველო: ენციკლოპედია.-თბ.,1977.-გვ.79 სოფ.ოდიშთან მდებარე დარბაზული ტიპის ეკლესიის მოკლე აღწერილობა.
  • 2. სოხუმისა და წებელდის რეგიონის წარწერები:ოდიშის ეკლესიის წარწერა //ახალაძე ლ. აფხაზეთის ეპიგრაფიკა, როგორც საისტორიო წყარო.-თბ.,2005.-გვ.183-184. ნანგრევების სახით შემორჩენილი ოდიშის ეკლესიის მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება; ძეგლის აგების სავარაუდო თარიღის განსაზღვრა; წარწერის სტილისტური ანალიზი.
  • 3.Шервашидзе Л. Средновекавая монументальная живопись в Абхазии.-Тб.,1980.-ст.150-155 //Труды Абхазского института языка, литературы и истории.-1959.-т.30.-с.115-120. С илл. Описание стенной росписи Акапского храма, представляющего небольшую церковь зального типа с прямоугольным наружным контуром с тремя пристройками. Стенная роспись сохранилось фрагментами. Автор датирует ее серединой 14-го века.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები