ათონი (მითოლოგია)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ათონი – (ეგვიპტ.) „მზის დისკო“, ეგვიპტურ მითოლოგიაში მზის ღმერთის ერთ-ერთი გამოვლენაა. იგი რაეს სხეულია. ფარაონმა ამენხოთეპ IV-მ ათონი ეგვიპტის ერთადერთ ღმერთად გამოაცხადა, რის ნიშნადაც სახელი შეიცვალა და ეხნატონი („ათონის სათნო“) დაირქვა, აკრძალა რა დანარჩენი ღმერთების თაყვანისცემა.
ათონი გამოსახავს მზის დისკოს, საიდანაც ნათლის სხივების ნიშნად ხელებია გამოწვდილი.
|