აზმანა (სოფელი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აზმანა − სოფელი სამხრეთ საქართველოში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ოკამის თემში, ქალაქ ახალქალაქიდან სამხრეთ-დასავლეთით. მოსახლეობის რიცხოვნობა – 125 კაცი. მათი უმრავლესობა (99 %) ქართველია (2002). საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის” მიხედვით დაწესებული იყო გადასახადი სელზე, ქერზე, ხორბალზე, ფუტკარზე და ა.შ. სახელი ზოონიმური წარმოშობისაა. სულხან-საბა ორბელიანის „სიტყვის კონის” მიხედვით „აზმანი” ნიშნავს ორი წლის ცხვარს.



წყრო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები