ავსტრია-ოსმალეთის ომები XVI-XVIII
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ავსტრია-ოსმალეთის ომები XVI-XVIII - ომები ბალკანეთის ნახევარკუნძულზე და უნგრეთში ბატონობისათვის. დაიწყო ოსმალთა მიერ ვენის გარემოცვით (1529).
ავსტრია-ოსმალეთის 1540–47, 1551–62, 1566–68, 1592–1606, 1660–64, 1683–99, 1716–18 ომების შედეგად, როდესაც ავსტრიის მოკავშირეებად გამოდიოდნენ პოლონეთი, ვენეცია და რუსეთი (1686-იდან), ოსმალეთმა სერიოზული მარცხი განიცადა და ავსტრიას დაუთმო ხორვატია, უნგრეთი, სერბიისა და და ვლახეთის ნაწილები.
1737–39 და 1788–90 ომები ავსტრიისათვის ნაკლებად წარმატებული აღმოჩნდა და მან ოსმალეთს სერბიისა და ვლახეთის ნაწილები დაუბრუნა.