ავენისი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ავენისი – სოფელი საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტის ანანურის თემში (მცხეთა-მთიანეთის რეგიონი). ამჟამად სოფელი ფაქტიურად დაცლილია ჟინვალის ჰიდროკომპლექსის აგებასთან დაკავშირებით.

სახელწოდება

ქართულ საისტორიო წყაროებში ეს სოფელი ევანისი|ევენისის ფორმით XVII საუკუნიდან დასტურდება. იგი შეუქმნია მთიდან ბარისაკენ „ჩამოწოლილი“ მოსახლეობის (მთიულ-ფშაველები) ერთ ნაწილს. ვახუშტი ბატონიშვილი ავენისს იცნობს ევენისის სახით, იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერაში“ კი იგი ოდნავ შეცვლილად (ევნისი) არის წარმოდგენილი.

ადგილობრივებში პოპულარულია გადმოცემა, რომლის მიხედვითაც სოფელს ავენისი მისი მკვიდრების ავენიანობის, ავსიტყვაობის გამო შერქმევია: „აქაური ხალხი ყოფილა დაუნდობელი, პირში მიმხლელი, ავის ენისი და იმიტომაც დაურქმევიათ ჩვენს ძველებს ეს სახელი“ (ვანო ქოჩორაშვილი), აღნიშნული ვერსია სპეციალურ ლიტერატურაშიც არის დადასტურებული.

სახელწოდება ავენისი, ფაქტიურად, წარმოქმნილია ავან-(||აონ) ფუძეზე -ის სუფიქსის დართვით: აონ-ის- ი → ავენ-ის-ი თვითონ ავან||აონ- ძირი, ჩვენი ფიქრით, რელიგიური შინაარსის შემცველი სიტყვაა; ავან-ი||აონ-ი ძველად საეკლესიო-რიტუალურ ნაგებობათა კომპლექსს, სამონასტრო შენობების ერთობლიობას აღნიშნავდა. საყურადღებოა, რომ აონხ- ფუძის შემცველი მიკროტოპონიმები დასტურდება ახმეტისა და თიანეთის რაიონებში, ანუ იმ რეგიონში, რომლის მოსახლეობასაც ბარად ჩამოსახლების შემდეგ შეუქმნია ტოპონიმი აონისი (||ავენისი).

წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები