აეროგელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აეროგელი − (ლათ. aer ჰაერი და gelatus გაყინული) – გელი, რომლის თხევადი ფაზა მთლიანად ჩანაცვლებულია გაზისებრი ფაზით. ის მიეკუთვნება მეზოფოროვანი მასალების კლასს, რომელშიც ფორების რაოდენობა მეტია მოცულობის 50%-ზე (ძირითადად 90-99%), ხოლო სიმკვრივეა – 1-150კგ/მ3. სტრუქტურულად ის არის კლასტერებად გაერთიანებული ნანონაწილაკების ერთობლიობა, რომელთა ზომებია 2-5 ნმ-ია, ხოლო მათ შორის დაშორებები – 100ნმ-მდე. ეს მასალები გამოირჩევა სიმტკიცით, მხურვალგამძლეობით, გამჭვირვალობით, დაბალი სითბოგამტარობითა და სხვ. გავრცელებულია ამორფული სილიციუმის ორჟანგის, თიხამიწების, აგრეთვე ქრომისა და კალის საფუძველზე. 1990-იან წლებში მიღებული იქნა აეროგელის პირველი ნიმუშები ნახშირბადის საფუძველზე. გარეგნულად ჩამოჰგავს ქაფპლასტს. პრაქტიკაში ყველაზე მეტადაა გავრცელებული კვარცული აეროგელი. გამოიყენება სამრეწველო დანიშნულების თბოსაიზოლაციო მასალად, აირებისა და სითხეების ფილტრად, კოსმოსური მტვრის დამჭერად, რადიატორად დამუხტული ნაწილაკების დეტექტორებში და სხვ.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები