ადვერბიალიზაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ადვერბიალიზაცია – (ლათ. < adverbium – ზმნისართი), გაზმნისართება, რომელიმე მეტყველების ნაწილის გამოყენება ზმნისართის მნიშვნელობით. ადვერბიალიზაცია ტრანსპოზიციის კერძო სახეა. ზმნისართად შეიძლება გადაიქცეს ნებისმიერი სახელი: არსებითი:

ა) მარტივი ფუძით („ღამე სანთლის ალზე წერდა“, გ. ლეონიძე) ან ფუძის გაორკეცებით („ეზო-ეზო მიდიოდა“…);
ბ) რომელიმე ბრუნვის ფორმით, რომელიც უცვლელია, გაქვავებულია („დღეს სტუმარია ეგ ჩემი“, ვაჟა-ფშაველა; „[ვერცხლის ტახტი“] „დღით ავიღე, ღამით დავდგი“, ხალხური; „წყრომით შემომხედა“, „შრიალით ეგებებოდა“; „[ვარსკვლავნი] „მთებზე სხდებოდნენ ჯარადა“, ვაჟა-ფშაველა);
ზედსართავი (მიმღეობითურთ) ვითარებით ბრუნვაში: („ლამაზად შვილის გამზრდელი დედა მიცვნია ღმერთადა“, ვაჟა-ფშაველა „განუწყვეტლად წვიმდა“…);
ა) რიცხვითი: ფუძის სახით („პირველ ყმა ხარ“, შოთა რუსთაველი);
ბ) ფუძეზე -ჯერ, -ხელ, -გზის ნაწილაკების დართვით („ორჯერ დაბადებულს… ერთი სიკვდილი ვერას უზამს“; „სამგზის შეავედრა სული სანატრელმა“, კ. გამსახურდია);
გ) ვითარებითი ბრუნვის ფორმით „გული ორად გაყოფილა“, „მესამედ სცადა ბედი“…);

:ნაცვალსახელის ფუძეზე -რე ნაწილაკის დართვით (ეგრე, ის(რ)ე, ვირე… -გან თანდებულის დამატებით (ყველგან, ზოგან, სხვაგან…), -თვის თანდებულიანი ნათესაობითით (ამისთვის, იმისთვის, მისთვის…), ვითარებითი ბრუნეის ფორმით (იმდენად, რამდენად…).

ლ. კვანტალიანი

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები