აგლოპორიტბეტონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აგლოპორიტბეტონი

აგლოპორიტბეტონი — (რუს. Аглопорит < ინგლ. Aggloporite < გერმ. Aggloporit და ფრანგ. béton ბეტონი < ლათ. bitūmen მინერალური ფისი; ასფალტი) – მსუბუქი ბეტონის სახეობა, რომელშიც გამოყენებულია ფორიანი შემავსებელი აგლოპორიტი. აგლოპორიტისგან, რომლის სტანდარტული ნარევის მოცულობითი წონაა 700-800 კგ/მ3, შესაძლებელია მივიღოთ აგლოპორიტბეტონი მარკით 50-100, მოცულობითი წონით 1200-1400 კგ/მ 3 და ცემენტის ხარჯით 250-350 კგ 1მ3 ბეტონზე. აგლოპორიტბეტონი ძირითადად გამოიყენება შენობის გარე კედლებისთვის, რომელიც აუცილებლად უნდა შეილესოს, რადგან აგლოპორიტბეტონი თავისუფლად ატარებს წყალს.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები