აბიცა-თძი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აბიცა-თძი (აბჷ ცა-თძჷ) – (აფხაზ.) „წნელის კედელი“ ოთხკუთხა წნული, უსაძირკვლო ნაგებობა. კედლებისთვის გამოიყენებოდა წნულიცა (ზოგჯერ მთლიანად როდოდენდრონის წნულით წნავდნენ) და ფიცარიც. ფასადზე ჩარდახით. მიწის იატაკით, უფანჯრო, ოთხფერდა სახურავით. ფასადის მხარეს მომრგვალებული კუთხეებით. კედლის სიმაღლე იყო 2,5 მ, წინა კედლისგანი 4 მ, გვერდითი კედლის 5,5 მ. ჯერ სარები ერჭობოდა მიწაში, ხოლო შემდეგ ზედ წნელი იწვნებოდა, უმეტესად შქერის ან თხილის წნელს ხმარობდნენ. გარედან კედლები მუხის ძელით მაგრდებოდა. კარს წნულსა და მოძრავს უკეთებდნენ. მთლიანი კარის უკან, მეორე, შიდა მოკლე კარი კეთდებოდა, რომელიც ასევე წნული იყო და ნახევარი მეტრის სიმაღლის, კარის დირედან. გარეთა კარი მუდმივად ღია იყო, კერიის ბოლის გასასვლელად. შიდა მოკლე კარი კი, მუდმივად დახურული იყო, რომ საცხოვრებელში ძაღლს, ქათამს ან რომელიმე შინაურ ცხოველს არ შეეღწია. იგი მესრის სახლის მსგავსი იყო. სარებს მიწაში არჭობდნენ, ერთმანეთისაგან 20 სმ დაშორებით და შემდეგ მათ როდოდენდრონის, თხილის ან თელის წნელით წნავდნენ. კედლები მკვრივად მიდგმული ბოძებით მაგრდებოდა. საცხოვრებელი გარედან თხრილით იყო შემოვლებული, სახურავიდან ჩამოდენილი წვიმის წყლისათვის.

წყარო

აფხაზურ-ქართულ ეთნოგრაფიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები