აბელის ინტეგრალები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აბელის ინტეგრალები – ინტეგრალები ალგებრული ფუნქციებიდან; ისინი არ გამოისახებიან ელემენტარული ფუნქციებით. მათი ზოგადი სახეა ∫R(x,y)dx, სადაც R(x,y) ორი x და y ცვლადის რაციონალური ფუნქციაა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან განსაკუთრებული სახის ალგებრული განტოლებით.