აბგა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აბგა – პატარა ნივთების ჩასალაგებელი, მხარიღლივ გადასაკიდი ჩანთა ხურჯინის ტიპისა შალის, აბრეშუმის, ტილოს ან ტყავის). აბგით დაჰქონდათ ხელნაწერი წიგნები და გრაგნილები, საგზალი, ხელსაქმე და სხვ. დასტაქრები აბგაში აწყობდნენ სამკურნალო იარაღებსა და წამლებს. აბგით წამლებს წვრილი ვაჭრებიც დაატარებდნენ სოფლიდან სოფლად.
ლიტერატურა
გ. ჯალაბაძე, დასურათებული ლექსიკონი, 2008.