აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია

აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია – ობსერვატორია დაბა აბასთუმანში, ყანობილის მთაზე, ზღვის დონიდან 1420-1440 მ სიმაღლეზე. დაარსდა 1932 წელს ე. ხარაძის თაოსნობით. იყო პირველი სამთო ასტროფიზიკური ობსერვატორია ყოფილ საბჭოთაკავშირში. ამჟამად ობსერვატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დაქვემდებარებაშია და იწოდება როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიფიზიკური ობსერვატორია.

ყანობილის მთაზე 200 დღე მოწმენდილია, რაც ციურ სხეულებზე დაკვირვების კარგ შესაძლებლობას იძლევა. ობსერვატორიამდე გაყვანილია სამანქანო, საფეხმავლო და საბაგირო გზები.




წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები