აარონი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აარონი - (ებრ. აჰარონ), ბიბლიური პერსონაჟი, ისრაიტელი, ისრაელიანების წინამძღვარი და პირველი მღვდელმთავარი, მოსე წინასწარმეტყველის უფროსი ძმა. ვინაიდან მოსე ენაბრგვილი იყო ღმერთმა 83 წლის აარონი დაადგინა მოსეს ქადაგადრომელმაც დიდი დახმარება გაუწია ებრაელების ეგვიპტიდან გამოყვანაში. ღმერთმა აარონი და მისი მამრობითი სქესის შთამომავალნი მღვდელმსახურებად აკურთხა.