ყიფიანი ნოე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნოე ყიფიანი

ყიფიანი ნოე მანუჩარის ძე - (დ. - 1887, სოფ. ყუმისთავი - გ. - 1965, თბილისი) - გეოლოგი, პროფესორი (1930).

სარჩევი

ბიოგრაფია

1912 წელს დაამთავრა სორბონის უნივერსიტეტი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატი. მონაწილეობდა ცნობილი ვულკანოლოგის, მინერალოგის და პეტროგრაფის, ალფრედ ლაკრუას და გეოლოგის და პალეონტოლოგის, ემილ ჰოგის, მიერ მოწყობილ ექსპედიციებში (1912-1913). 1916 წლიდან იყო კავკასიის მუზეუმის გეოლოგიის განყოფილების მთავარი მცვლელი.

1919 წლის 1 აგვისტოს საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ კავკასიის მუზეუმი გააუქმა და გამოსცა კანონი საქართველოს მუზეუმის დაარსების შესახებ. ყოფილი კავკასიის მუზეუმის მთელი განძი და ქონება გადაეცა საქართველოს მუზეუმს. 1919 წლის აგვისტოში მუზეუმის სამეცნიერო საბჭომ აირჩია და უმაღლესმა მთავრობამ დაამტკიცა საქართველოს მუზეუმისა და მასთან არსებული ბიბლიოთეკის დირექტორად. პარალელურად იგი 1919 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეკავა გეოლოგიის კათედრის გამგის თანამდებობა.

1921-1924 წლებში იყო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის გეოლოგიის განყოფილების გამგე. 1930-1938 წლებში ხელმძღვანელობდა გეოლოგიურ კათედრას საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, შემდგომში კი სოხუმის (1938-1945) და ბათუმის (1945-1957) პედაგოგიურ ინსტიტუტებში.

მანანა ლილუაშვილი



ლიტერატურა

  • ქსე, X, თბ., 1986;
  • მ. ლილუაშვილი, ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს ოქმები 1917-1926, თბ., 2006.

იხილე აგრეთვე

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები