ჯუთი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჯუთი - (Corchorus L.). ცაცხვისებრთა ოჯახის ლაფნის კულტურაა, მოჰყავთ უზბეკეთში. ყვავილები წვრილია, ყვითელი, მოკლე ყუნწით. ყვავილობს ივლის-აგვისტოში. ფუტკარი მოინახულებს 10-დან 16 საათამდე, ნექტარს უხვად გამოყოფს.
ჯუთის ბოჭკოებისგან ამზადებენ უხეშ ქსოვილებს, თოკებს (მაგ., ჯუთის თოკი), ბაგირებსა და სხვ.