ხალიჩა
ხალიჩა - მხატვრულ-დეკორატიული ნაწარმი, რომელიც ხასიათდება მხატვრული ორნამენტებით. ხალიჩების წარმოება უძველესი დროიდანაა ცნობილი. ხელნაქსოვი ხალიჩებისათვის დამახასიათებელია მრავალფეროვანი ორნამენტული კომპოზიცია, რომელიც განთავსებულია ცენტრალურ ნაწილში და გარშემორტყმულია არშიით. ხელით ნაქსოვი ხალიჩების მთავარი მხატრვული ღირებულებებია: ორიგინალური სურათი და კოლორიტული სტილი. ხელნაქსოვი ხალიჩების ძირითადი მასალაა ცხვრის მატყლი, ასევე თხისა და აქლემის მატყლიც. გარდა მატყლისა, ფართოდ გამოიყენება ბამბა, სელი და ზოგ შემთხვევაში აბრეშუმიც.
ხალიჩების ღირსების ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელია მისი ქსოვის ხარისხი, რაც კვანძების რაოდენობაში გამოიხატება, კვანძების რაოდენობა შეიძლება იყოს 1 კვ. მ ფართობზე 75 ათასიდან 800 ათასამდე. სწორედ ამით განისაზღვრება ხალიჩის ხარისხი. საშუალოდ 90-დან 175 ათსამდე ნასკვი ერთ კვ. მეტრზე და 175 ათასიდან ზევით, ეს უკევ არის მაღალი ხარისხის ხალიჩები.
- თ.ნ.