წყლისმიერი დაბრკოლება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
წყლისმიერი დაბრკოლება - ბუნებრივი ან ხელოვნური წყლის წინაღობა (მდინარე, ტბა, სრუტე, არხი, წყალსაცავი და სხვა). ხასიათდება სიგანით, სიღრმით, დინების სიჩქარით, ფსკერის და ნაპირების ხასიათით, ფონების, ხიდების, ჰიდროტექნიკური ნაგებობების, გადასალახავად ხელსაყრელი ადგილების არსებობით. წყლისმიერი დაბრკოლება სიგანით პირობითად იყოფა
- ვიწრო – 100 მ-მდე,
- საშუალო – 100-დან 250 მ-მდე,
- ფართო – 250-დან 600 მ-მდე,
- მსხვილ 600 მ-ზე მეტ წყლისმიერი დაბრკოლებად.