ციხელაშვილი მამუკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მამუკა ციხელაშვილი

მამუკა ციხელაშვილი – (Mamuka Tsikhelashvili), ქართველი დიპლომატი, 2012 -2017 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნორვეგიის სამეფოში.

დაიბადა: 27 მაისი, 1971 წელი, ქ. თბილისი, საქართველო.

განათლება:
1988-1993 – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომის ეკონომიკისა და ორგანიზაციის ფაკულტეტი; მიიღო ეკონომისტის კვალიფიკაცია;
1996 – დიპლომატიური სწავლების ცენტრი, ირანის ისლამური რესპუბლიკა, სასწავლო კურსი;
1998 – პეკინის დიპლომატიური აკადემია, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, სასწავლო კურსი.

სამუშაო გამოცდილება:
1997-1998 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის ატაშე;
1999-2000 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის საერთაშორისო ეკონომიკური ანალიზისა და ინფორმაციის სამმართველოს პირველი მდივანი;
2000-2003 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის რეგიონალური თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი;
2003-2007 – სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს კონსული;
2007-2009 – საერთაშორისო ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ ურეთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; 2009-2012 – საერთაშორისო ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ ურეთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი;
2018-დან – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლ. მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი.

ფლობს: ინგლისურ და რუსულ ენებს.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

ჯილდოები:
ღირსების ორდენი.

წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები